2011-05-23
კავკასიური წიგნის გამოფენა
23 მაისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი ღონისძიება
–
კავკასიური წიგნის გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თსუ-ის ბიბლიოთეკაში დაცული კავკასიოლოგიის მიმართულების რარიტეტული გამოცემები, კავკასიოლოგის ფუძემდებელთა
–
არნოლდ ჩიქობავასა და გიორგი ახვლედიანის, ასევე თსუ-ის გამომცემლობის მიერ ბოლო დროს გამოშვებული სახელმძღვანელო და სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის წიგნები. აგრეთვე, გაიმართება ფოტოგამოფენა – "კავკასიელი ხალხების ეროვნული სამოსი".
თსუ-ის დაარსების დღიდან უნივერსიტეტში შეიქმნა კავკასიური ენების ცენტრი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა როგორც კავკასიური ენების, ასევე მთლიანად კავკასიოლოგიის მეცნიერულ შესწავლაში. უნივერსიტეტში დღეს მოქმედი კავკასიოლოგიის ინსტიტუტი რეგიონში კავკასიოლოგიის შესწავლის ცენტრია.
კავკასიური წიგნის გამოფენას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პარლამენტარები, საქართველოში მოღვაწე კავკასიოლოგები, ჩრდილო კავკასიელ ხალხთა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
მის: საქართველოს პარლამენტი, თამარ მეფის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი