2019-10-04

თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის 30 წლის იუბილე

4ოქტომბერს, 18.00საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის შტატის სატელევიზიო სკოლის ტექნიკური პროდიუსერი ლეონიდ მაზორი, ლოძის კინო-სკოლის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მარჩინ მალატინსკი, კოლეჯის კურსდამთავრებულები, მოწვეული სტუმრები  დაესწრებიან. 

1989 წელს ზურაბ ოშხნელის ინიციატივით შექმნილმა საყმაწვილო-სატელევიზიო სტუდიამ სათავე დაუდო საქართველოში ფორმალურ პროფესიულ განათლებას მედიის და ტელევიზიის მიმართულებით. წლების განმავლობაში იცვლებოდა სასწავლებლის სახელი, მაგრამ უცვლელი იყო ხერხემალი, რომელსაც "ოშხნელის კოლეჯი" ჰქვია და ის მთავარი პრინციპები, რომლის გამოც ადამიანები ამ სასწავლებელს ირჩევენ.

კოლეჯი 30 წლის იუბილეს კურსდამთავრებულებთან ერთად აღნიშნავს, პირველი გამოშვებიდან დღემდე უკლებლივ ყველას მოუყრის თავს და "მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით". საიუბილეო საღამოზე მოწვეული სტუმრებისთვის ნაჩვენები იქნება ფილმი "სატელევიზიო სკოლის 30 წლიანი ისტორია".

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი 



« იხ. ყველა ანონსი