2016-03-01

თსუ სტუდენტს სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა

1 მარტს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად  საქართველოს   ჩოხოსან  რაინდთა  დასის დარბაზის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ჩოხოსან  რაინდთა  დასის დარბაზის წევრები, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ფილოსოფიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

ჩოხოსან  რაინდთა  დასის დარბაზის გადაწყვატილებით  (დარბაზის მეთაური პროფ. გოგი დოლიძე)  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო  პროგრამის წარჩინებულ სტუდენტთა წახალისების მიზნით,  ქართველი ფილოსოფოსის და  საზოგადო მოღვაწის სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდია დაწესდა. ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას ფილოსოფიის სპეციალობის (ბაკალავრიატის საფეხური) ყველაზე წარჩინებული სტუდენტი მიიღებს. 

2015 წლის სექტემბრიდან სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდია დაენიშნა ფილოსოფიის სპეციალობის მეოთხე კურსის წარჩინებულ სტუდენტს ფიქრია ადეიშვილს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107- ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი