2018-02-23

განათლების საერთაშორისო გამოფენა

23 თებერვალს, 12:00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, სტუდენტები.

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ტრადიციულად სპეციალური სტენდით იქნება წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრები აქ მიიღებენ ინფორმაციას თსუ ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გაცვლითი პროგრამების შესახებ.

მისამართი: ა. წერეთლის 118, მე-11 პავილიონი, საგამოფენო ცენტრი „ექსპოჯორჯია“

« იხ. ყველა ანონსი