2019-11-15

ISET საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

15 ნოემბერს, 09:30 საათზე, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით, მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“.
კონფერენციის მიზანია, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი მკვლევარებს, პოლიტიკის შემქმნელებს, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და, ზოგადად, განვითარების თემით დაინტერესებულ საზოგადოებას, რათა განხილულ იქნას გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერების აღმოფხვრის გზები და სტრატეგიები, როგორ შეიძლება არსებული შეზღუდვების გადაჭრა. განხილვისას აქცენტი გაკეთდება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებზე.
კონფერენციას გახსნიან და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია. კონფერენციაზე ძირითადი მომხსენებლები იქნებიან კარენ გროუნი (ვაშინგტონი) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევებისა და მონაცემების მიმართულების დირექტორი  შაჰრა რაზავი (ნიუ-იორკი).
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა პანელურ დისკუსიას, რომლის მთავარი თემაც იქნება „ქალთა გაძლიერება: სამხრეთ კავკასიის პერსპექტივა“. პანელურ განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ერიკა კვაპილოვა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, მარინა თაბუკაშვილი, ფონდი ტასოს გენერალური დირექტორი, მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და სებასტიან მოლინუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
კონფერენცია ორგანიზებულია გენდერის ეკონომიკის კვლევების ფორუმის (FROGEE) ინიციატივის ფარგლებში, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერითა და სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტის (SITE) კოორდინირებით ტარდება.
კონფერენციაზე დასწრებისა და გაშუქების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი:
გურანდა დარჩიძე
კომუნიკაციების ოფიცერი
g.darchidze@iset.ge
+995 592 522 522
+995 322 507 177 (224)

მისამართი: სასტუმრო რუმსი (თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. #14)

« იხ. ყველა ანონსი