2014-10-31

სახალხო დამცველის საჯარო ლექცია „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“

31 ოქტომბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექცია „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“.

ლექციას წაიკითხავს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის  1, თსუ  I კორპუსი, აუდიტორია 101

« იხ. ყველა ანონსი