2014-04-03

„სუხიშვილები - რომანტიკული ფოტომატიანე“

3 აპრილს, 18:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტის თენგიზ უთმელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა „სუხიშვილები - რომანტიკული ფოტომატიანე“ გაიმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოსა და საზღვარგარეთ გასტროლებზე სუხიშვილების ანსამბლის  წარმატებები, გასული საუკუნის სამოციანი წლების ანსამბლის ცხოვრების ფოტოისტორია. სწორედ ამ პერიოდს უწოდა ნინო რამიშვილმა „ოქროს ხანა“.

გამოფენა 15 აპრილამდე გასტანს.

მისამართი: ი ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი