2016-11-17

კონფერენცია ,,ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები"

17 ნოემბერს, 09:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება კონფერენცია ,,ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები". კონფერენციას ოფიციალურად გახსნის დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე. ღონისძიებას დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმღვანელი ილიანა დერილოვა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მისიის ხელმძღვანელი ვიოლეტა ვაგნერი. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემატიკასა და მათი გადაჭრის პერსპექტივებზე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ#1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი