2015-05-16

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები თსუ-ში

16 მაისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები ესტუმრებიან.  EBRD-ის წლიური შეხვედრის (თბილისი) ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები   საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს შეხვდებიან.     

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები ახალგაზრდებს ბანკში დასაქმების შესაძლებლობებზე მიაწვდიან ინფორმაციას, გააცნობენ საკუთარ გამოცდილებას და კარიერულ გზას. ისაუბრებენ EBRD-ის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, კომპანიის მიზნებსა და პრინციპებზე, მის ძლიერ მხარეებსა და მის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულ პოლიტიკაზე.

EBRD-ის წარმომადგენელთა სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულებების, აგრეთვე, მომიჯნავე სპეციალობების კურსდამთავრებულები, ვისთვისაც EBRD, როგორც დამსაქმებელი, საინტერესოა.

13 მაისს EBRD -ის  წარმომადგენლებმა მსგავსი სახის შეხვედრა უნივერსიტეტების სტუდენტებთან გამართეს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი