2014-02-13
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ–სა და შპს „აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის
13 თებერვალს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ–სა და შპს „აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ჯორბენაძე მოაწერენ ხელს.
დოკუმენტი ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის თანამედროვე დონის პროფესიონალთა მომზადებას დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი (სარეზიდენტო, სამაგისტრო და სადოქტორო) და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების ერთობლივი შემუშავებისა და განხორციელების გზით; ერთობლივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების განხორციელებას; პროექტების განსახორციელებლად დაფინანასების წყაროების მოძიებას და ერთობლივ დაფინანსებას; ერთობლივი საერთაშორისო სემინარების და სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას; ცენტრში უნივერსიტეტის კვალიფიციური კადრების მიწოდებას და ა.შ.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსით ისარგებლებს.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი