2010-12-24

თსუ–ს „დათუნია დრუნჩას კლინიკა“ ჩვილ ბავშვთა სახლში

24 დეკემბერს, 13 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (EMSA ) წევრი საფაკულტეტო ორგანიზაცია EMSA TSU ახორციელებს  ცნობილ პროექტს ”დათუნია დრუნჩას კლინიკა” (Teddy Bear Hospital). პროექტის ფარგლებში თბილისში ნუცუბიძის ქუჩაზე არსებულ ჩვილ ბავშვთა სახლს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ეწვევიან. ღონისძიება მიზნად ისახავს ბავშვებისთვის „თეთრი ხალათის“ შიშის მოხსნას. ამისათვის სტუდენტები შეეცდებიან „ექიმობანას“ თამაშით მეგობრული ურთიერთობა დაამყარონ პატარა პაციენტებთან. სტუდენტები მოწვეულ ზოგადი პროფილის პედიატრსა და პედიატრ–სტომატოლოგთან ერთად შეამოწმებენ ბავშვების ჯანმრთელობას. ბავშვებს გაურიგდებათ პირის ღრუს მოვლის საშუალებები, კალენდრები და პლაკატები მულტფილმების გმირების ილუსტრაციებით. მხიარულ განწყობას შექმნიან ბაჭიისა და თოვლის ბაბუას ფორმაში გამოწყობილი სტუდენტები.
« იხ. ყველა ანონსი