2010-06-11

JFDP პროგრამის პრეზენტაცია თსუ-ში

11 ივნისს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში JFDP პროგრამის პრეზენტაცია შედგება.

პროფესორ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ უნივერსიტეტში სწავლების 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და ფლობენ ინგლისურ ენას აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ Junior Faculty Development Program-ში. JFDP პროგრამა  შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მიერ ფინანსდება. პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის პროფესორები აშშ-ს უნივერსიტეტებში 5–თვიან სტაჟირებას გაივლიან. მათ საშუალება მიეცემათ განავითარონ კურიკულუმები, შეიმუშაონ სწავლების ახალი მეთოდები, გაიღრმავონ ცოდნა სპეციალობაში და დაამყარონ აკადემიური კავშირები აშშ–ს უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.

JFDP პროგრამა ძირითადად განკუთვნილია სოციალური, ჰუმანიტარული და გარემოს შემსწავლელი (ეკოლოგია) მიმართულებებისათვის.
    
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, III სართული, რუმინეთის აუდიტორია №332



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი