2013-10-23

კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი „მულტიკულტურიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში“

23 ოქტომბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი „მულტიკულტურიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში“ გაიხსნება. რომელშიც 15 ქვეყნის 200-ზე მეტი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.

კონგრესის მიზანია კავკასიის, როგორც მულტიკულტურალიზმის თვალსაზრისით განსაკუთრებული რეგიონის შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავება და სამეცნიერო დისკუსიის მოწყობა; რეგიონში ამ მიმართულებით მოღვაწე მკვლევართა ინტეგრაცია; კავკასიოლოგიის საკითხებთან  დაკავშირებული სამეცნიერო პრობლემატიკის გამოკვეთა; პრობლემათა  მეცნიერული საფუძვლების განხილვა და მათი გადაჭრის გზების დასახვა; ხელი შეუწყოს კავკასიელ ხალხებს შორის გარკვეული მიზეზების გამო გაჩენილი გაუცხოების გადალახვას,  ახლახან აღდგენილი სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას,  საერთაშორისო კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრებისა და  კავკასიის შემსწავლელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგების ინტეგრირებას, მეცნიერთა დაახლოებას, მშვიდობის დამყარებას კავკასიაში.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი. კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი 26 ოქტომბერს დასრულდება.
    
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი