2017-05-02

საჯარო ლექცია-„სოციალურ-ემოციური სფეროს და თვითრეგულაციის უნარების განვითარების მნიშვნელობა ადრეულ ასაკში“

2 მაისს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი, თამარ გაგოშიძე საჯარო ლექციას „სოციალურ-ემოციური სფეროს და თვითრეგულაციის უნარების განვითარების მნიშვნელობა ადრეულ ასაკში“ გამართავს.

საჯარო ლექცია შეეხება ბავშვის ადრეულ განვითარებაში ემოციურ-სოციალური სფეროს განვითარების როლს. მოხსენებაში ნაჩვენებია როგორ მოქმედებს ბავშვის თავის ტვინის განვითრებაზე და შემდგომში მის სწავლაზე ემოციური სფეროსა და თვითრეგულაციის უნარის ნორმალური განვითარება. ასევე ნაჩვენებია ბავშვის სრულფასოვან კოგნიტურ განვითარებასთან მის ემოციურ-სოციალურ სფეროს განვითრებაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი კავშირი.

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციისა და ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭრით გაიმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია




« იხ. ყველა ანონსი