2010-04-28

ჰერეთის დღეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

28-29 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი "ჰერეთის დღეებს" ატარებენ. პროექტის ფარგლებში 28 აპრილს ჰერეთის ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილი პროფესორ_მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება, 29 აპრილს, 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა და ფოლკლორული საღამო გაიმართება.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი