2012-03-27

პაატა ბურჭულაძე თსუ-ში

27 მარტს, 14.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი საოპერო მომღერალი, ფონდ „იავნანას“ დამაარსებელი პაატა ბურჭულაზე ეწვევა. პაატა ბურჭულაძე თსუ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ფონდ „იავნანას“ მიერ დაარსებიდან დღემდე განხორციელებულ პროექტებს გააცნობს, ასევე ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მე-2 კორპუსი, 1-ლი სართ., იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი