2011-04-05

საჯარო ლექცია თსუ-ში _"წამები, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი სამყარო..."

5 აპრილს, 13.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მრჩეველი დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერმუშაკი, ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი ექსპერიმენტ ატლასში (CERN), თსუ პროფესორი ჯემალ ხუბუა. ლექციის თემაა: "წამები, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი სამყარო..."

საჯარო ლექცია გაიმართება თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (მეორე სართული), დასწრება თავისუფალია

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი