2010-06-28

EMSA TSU-ს პრეზენტაცია

28 ივნისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წევრი საფაკულტეტო ორგანიზაცია EMSA TSU-ს პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება.  თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ორგანიზაციის წევრები EMSA TSU-ს გაწევრიანებისათვის საჭირო პირობებს და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წევრობის უპირატესობებს გააცნობენ.

პრეზენტაციას  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა და თსუ–ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ალექსანდრე ცისკარიძე დაესწრებიან.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი , III სართული, გაეროს აუდიტორია №331



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი