2015-10-30

სოციალური დაცვის პლატფორმა, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება

30 ოქტომბერს, 9:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია თემაზე:   "სოციალური დაცვის პლატფორმა - ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება", რომელიც   ხორციელდება სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა (GASW) და სოციალური კეთილდღეობის საერთაშორისო საბჭოს (ICSW) მეშვეობით. კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ სოციალური სამუშაოს დარგის ექსპერტები 15 ქვეყნიდან: საქართველო, შვეიცარია, სლოვაკეთი, ლიტვა, შვეცი, ნორვეგია, ყირგიზეთი, მოლდავეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ავსტრია. კონფერენციის მიზანია სოციალური დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა დარგის ექპერტების მიერ ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების მაგალითების პრეზენტაციითა და დისკუსიით.

 მისამართი: თსუ, I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი