2018-02-01
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
1 თებერვალს, 18:00 საათზე, თსუ წიგნის მაღაზიის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა მწერალ და რეჟისორ ბესო სოლომანაშვილთან, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაში მიიღებს მონაწილეობას.
1 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ინიციატორია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომლის ორგანიზებითაც წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საქართველოში უკვე მესამედ აღინიშნება და არაერთ ღონისძიებას მოიცავს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივას და მწერალ ბესო სოლომანაშვილთან ერთად მონაწილეობას იღებს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: თსუ I კორპუსი. ბიბლიოთეკა. მარო მაყაშვილის დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი