2010-02-22

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება


          ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება. უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით     1 მარტს 18:00 საათზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის წევრები  თსუ-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა დროს ესტონეთის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ.
        დამოუკიდებლობის მანიფესტის გამოცემის შემდეგ ესტონეთის დამოუკიდებლობის დღე 1918 წლის 24 თებერვლს გამოცხადდა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ესტონეთის დამოუკიდებლობის დღე 1991 წლის 20 აგვისტოდან აღინიშნება.
       ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესტონეთის ელჩი საქართველოში ტომას ლუკი და ესტონეთის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 
პროფესორი გიორგი ხუბუა უმასპინძლებს.
        
ფილმის ჩვენება გაიმართება: სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, ფიზიკის დიდი აუდიტორია № 212.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge


« იხ. ყველა ანონსი