2017-10-12

ვორქშოფი „ევროპული კულტურული სივრცე“

12 ოქტომბერს, 10:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საერთაშორისო მოძრაობა "ევროპის სულისთვის" ექსპერტების ვორქშოფი გაიმართება, რომელშიც სასახლის მოსწავლეები და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების  თემაა - საერთო ევროპული კულტურული სივრცის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტის შედეგად მოხდება ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვა ერთიანი ევროპული კულტურული სივრცის შექმნის პროცესში; ახალგაზრდები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობისების წარმომადგენლები მოისმენენ წამყვანი ევროპელი ინტელექტუალების ლექციებს; ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ევროპული კულტურული ღირებულებების შესახებ  ცნობიერების ამაღლება. ვორქშოფების შედეგად საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება ყველაზე აქტიური ახალგაზრდების შერჩევა, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ მოძრაობა „ევროპის სულისთვის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას ბერლინში 9-11 ნოემბერს.

მისამართი:რუსთაველის გამზ.6, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე





« იხ. ყველა ანონსი