2017-05-16

ფოტოკონკურსის "UNIკადრი 2017" გამარჯვებულების დაჯილდოება

16 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფოტოკონკურსის "UNIკადრი 2017" გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.

ჟიურის მიერ შერჩეული კონკურსის სამი გამარჯვებული შემდეგ პრიზებს მიიღებს:
> პლანშეტური კომპიუტერი
> ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში
> თსუ-ს წიგნის მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე კომპლექტი

სტუდენტური ფოტოკონკურსი უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა უნივერსიტეტის გარე ფასადის, შენობის, ინფრასტრუქტურისა და სასწავლო პროცესის ამსახველი კადრები გადაიღეს. კონკურსზე შემოსული ფოტოებიდან ჟიურიმ საუკეთესო 17 შეარჩია, რომელიც ღონისძიებაზე გამოიფინება.

კონკურსის ჟიურის წევრები არიან: გურამ წიბახაშვილი, მინდია მიდელაშვილი, ნინო ქუთათელაძე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი
« იხ. ყველა ანონსი