2010-04-26

თსუ–ს და „საქპატენტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეს – 26 აპრილს, 12:00 საათზე ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ  “საქპატენტს”  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. თანამშრომლობის მიზანია უნივერსიტეტში კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება. მემორანდუმის თანახმად  ერთობლივი პროექტები განხორციელდება. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტის პროფესორების სამეცნიერო–კვლევით მიღწევებს საქპატენტი დააპატენტებს. იგეგმება უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თემატური სემინარების ჩატარება, საბუნებისმეტყეველო ფაკულტეტის სტუდენტები კი, საპატენტო ექსპერტიზის თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს გაივლიან.
მემორანდუმს  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა მოაწერენ ხელს.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი