2014-12-03

დოკუმენტური ფილმის „ექვთიმე“ ჩვენება თსუ-ში

3 დეკემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  დოკუმენტური ფილმის „ექვთიმე“ ჩვენება გაიმართება. ფილმის რეჟისორია ანდრო ჭიაურელი, სცენარისტი - ნინო ნატროშვილი.

ფილმი მოგვითხრობს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მასში გამოყენებულია უნიკალური ფოტომასალა, ხელნაწერები - ეპისტოლარული მემკვიდრეობა (მათ შორის თსუ ემიგრაციის მუზეუმში დაცული ფოტო და წერილობითი დოკუმენტები). ფილმში გაშუქებულია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტები და მასალები.

მისამართი:. ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115

« იხ. ყველა ანონსი