2010-06-04
შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე „2010 წლის 30 მაისის არჩევნები და მისი შედეგები“
2010 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ ინიციატივით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (II კორპუსი, II სართული) შედგება შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე
„2010 წლის 30 მაისის არჩევნები და მისი შედეგები“.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: ჯული გიორგაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, საარჩევნო პროცესზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნების“, „სამოქალაქო განვითარებისათვის“, „მრავალეროვანი საქართველოსა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნება 2010 წლის 30 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგები, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, დარღვევები საარჩევნო პროცესში, მათზე რეაგირების ფორმები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცესკოს მხრიდან.
მომხსენებლები უპასუხებენ სტუდენტებისათვის საინტერესო კითხვებს, გაიმართება დისკუსია.
შეხვედრა ხორციელდება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის „სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით“ ფარგლებში.
პროექტის პარტნიორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ადვოკატი“.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.
« იხ. ყველა ანონსი

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი