2013-09-27
„სოციალური მედიის განვითარების ტენდეციები საქართველოში–რეალური ვირტუალურის ძალაუფლება?“
27 სექტემბერს, 18: 00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „სოციალური მედიის განვითარების ტენდეციები საქართველოში–რეალური ვირტუალურის ძალაუფლება?“ პრეზენტაცია. ნაშრომი შექმნილია ორწლიანი სამეცნიერო პროექტის საფუძველზე, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით. პროექტის ხელმძღვანელია თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სოციოლოგიის მიმართულებით ლია წულაძე. პროექტი მოიცავს სოციალურ კვლევებისა და იურიდიული ანალიზის შედეგებს.
ნაშრომში განხილულია საქართველოში სოციალურ მედიასთან დაკავშირებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა სოციალური მედიის და პოლიტიკის ველის ურთიერთმიმართება, ცენზურისა და თვითცენზურის საკითხები სოციალურ მედიაში, პირადი ინფორმაციის და ბლოგერების უფლებების დაცულობა, საჯარო და სამოქალაქო ჟურნალისტიკის ასპექტები, ინფოგართობის არსი და ფორმები, სოციალური კაპიტალი სოციალურ ქსელებში, აგრეთვე სოციალური მედიის გავლენა მომხმარებელთა პიროვნულ მახასიათებლებზე, სოციოპოლიტიკურ ჩართულობასა და ეროვნულ იდენტობაზე.
წარმოდგენილი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ნაშრომი ეფუძნება თვისებრივი და რაოდენობრივი სოციალური კვლევების მონაცემებს. თვისებრივი კვლევა მოიცავდა სიღრმისეულ ინტერვიუებს მედიაექსპერტებთან, ხოლო რაოდენორივი კვლევა - ინტერნეტმომხმარებელთა რეპრეზენტატული ერთობლიობის გამოკითხვას. ამასთან, ნაშრომი მოიცავს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი) სოციალური მედიის არსებული ვითარების იურიდიული ანალიზის შედეგებს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი