2011-03-31

ტურნირი ფრენბურთში

31 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდება ტურნირი ფრენბურთში. ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობდა. ფინალური მატჩის შემდეგ, 16:00 საათზე დაგეგმილია დაჯილდოების ცერემონია.

ორ საუკეთესო გუნდს შორის ფინალურ შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი და ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, სპორტული დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი