2010-10-14

ქართული ენის ცენტრის გახსნა სომხეთში

14–16 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  დელეგაცია  სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება. განათლების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად სომხეთში გამართულ შეხვედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ერევნის უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტში  ქართული ენის ცენტრის გახსნა. უნივერსიტეტის სახელით  თსუ–ს რექტორი ცენტრს საჭირო სახელმძღვანელოებს და მეთოდურ ლიტერატურას საჩუქრად გადასცემს. ორდღიანი ვიზიტისას დელეგაციის წევრები სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოინახულებენ, ასევე დაგეგმილია სომხეთის კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულება.


« იხ. ყველა ანონსი