2013-04-30

მთარგმნელ სტუდენტთა შემოქმედებითი წრის პირველი სხდომა

30 აპრილს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მთარგმნელ სტუდენტთა შემოქმედებითი წრის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე თსუ ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი  ანი კოპალიანი ამერიკელი პოეტი ქალის  ენ სექსტონის  თარგმანებს წაიკითხავს. წრის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი.

სხდომა ლიტერატურული ურთიერთობებითა და თარგმანის თეორიული და პრაქტიკული საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის იმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 320-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი