2016-05-18

ლექსიკონის პრეზენტაცია

18 მაისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავდაცვის სამინისტროს სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია





« იხ. ყველა ანონსი