2012-03-27

პროფესორ ოლგუნ გუვენის სემინარები

27-28 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანკარის ჰაჯეტეპე უნივერსიტეტის პროფესორი ოლგუნ გუვენი ჩაატარებს სემინარებს.სემინარები გაიმართება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროექტის - "ნანოსტრუქტურების რადიაციული სინთეზი და კვლევა სუფთა ენერგეტიკაში მედიცინასა და გარემოს დაცვაში გამოყენების მიზნით" - ფარგლებში. პროფესორი ოლგუნ გუვენი წაიკითხავს სემინარებს შემდეგ თემებზე:
1."Radiation Processing for Health-Care, Polymers and Environmental Applications" - 27 მარტი, 16:00 თსუ I კორპუსი, აუდიტორია #06
2."Nanotechnology applications of ionizing radiation" - 28 მარტი, 14:00 თსუ II კორპუსი, აუდიტორია #135
სემინარების სამუშაო ენაა ინგლისური.


« იხ. ყველა ანონსი