2014-11-24

"იაპონური კულტურის ფესტივალი" თსუ-ში

24 ნოემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "იაპონური კულტურის ფესტივალი" გაიმართება. ფესტივალი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონისტიკის მიმართულების და იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის მიერ არის ორგანიზებული.

ღონისძიების გარგლებში გაიმართება  საქართველოში პირველი Anime Cosplay! მოეწყობა კონკურსები,  გამარჯვებულებს ელით სიმბოლური პრიზები იაპონიის საელჩოსგან .

საღამო გაიხსნება ორიგამისა და კალიგრაფიის ვორქშოპებით, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს სასურველი იეროგლიფის დაწერას და ორიგამის წეროების გაკეთებას.  მეორე ნაწილში კი იაპონისტიკის მიმართულების სტუდენტები შეასრულებენ სიმღერებს ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ანიმეებიდან.

ღონისძიებას იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.


მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი




« იხ. ყველა ანონსი