2014-05-16

ჟურნალის ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ პრეზენტაცია

16 მაისს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის   ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის საერთაშორისო ჟურნალის ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“  N2, 2012 წ. პრეზენტაცია გაიმართება.

ასევე გაიმართება  ფუნდამენტური  კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების   2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის ”ანთიმოზ ივერიელი ქართულ-ევროპული დიალოგის” (FR/454/2-170/13) პრეზენტაცია.  სამეცნიერო ხელმძღვანელი  ანასტასია ზაქარიაძე, ძირითადი პერსონალი: დემურ ჯალაღონია, ვალერიან რამიშვილი,  ირაკლი ბრაჭული, დეკანოზი ალექსი  ქშუტაშვილი.

ჟურნალის პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საერთაშორისო ჟურნალის ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“   სარედაქციო საბჭოს უცხოელი წევრები: კონსტანცის ,,ოვიდიუსის’’ უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლაუ დურა (რუმინეთი) და ბუქარესტის ყოვლადწმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტრის წინამძღვარი იღუმენი მიჰაილი (სტანჩიუ).

ჟურნალში  დაბეჭდილია, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების საინტერესო სტატიები, ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი მასალები, კერძოდ, მეტაფიზიკის და ეპისტემოლოგიის, მეცნიერების ფილოსოფიის, სოციალურ-პოლიტიკური, ესთეტიკურ–ეთიკურ პრობლემებზე, ასევე ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.  ახალი თარგმანები კომენტარებით.

ჟურნალი ხელს შეუწყობს ევროპული და ქართული ფილოსოფიური აზროვნების და თეოლოგიის სამეცნიერო წრეების ნაყოფიერ თანამშრომლობას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი