2010-07-30

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ეროვნულ ჩარჩოსთან დაკავშირებით სტუდენტური დასკვნის პრეზენტაცია გაიმართება

30 ივლისს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე  კორპუსში, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება სტუდენტური დასკვნის პრეზენტაცია.
სტუდენტები, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) ხელმძღვანელობით, დასკვნის შემუშავების პროცესს 2009 წლის შემოდგომიდან შეუდგნენ, როდესაც, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ეროვნულ ჩარჩოზე განსაკუთრებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა აკადემიურ დონეზეც. მოსამზადებელი ეტაპი საბოლოოდ 2010 წლის თებერვალში დასრულდა. აღნიშნულ წამოწყებას გამოეხმაურა თითქმის ყველა წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტობა და მთლიანობაში პროექტში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა მთელი საქართველოს მასშტაბით. 2010 წლის მარტისა და აპრილის თვეში გაიმართა სამი საერთო სტუდენტური შეხვედრა, რომლებზეც, საბოლოოდ შემუშავდა სტუდენტური დასკვნა.
ზემოაღნიშნული შეხვედრის დროს მოხდება სტუდენტური დასკვნის პრეზენტაცია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ეროვნულ ჩარჩოსთან დაკავშირებით.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომლებიც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ სტუდენტურ დასკვნასთან დაკავშირებით. ღონისძიების ფარგლებში მოხდება პროექტის აქტიური მონაწილეების დაჯილდოვება. ამასთანავე პროექტში მონაწილე თითეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირი:
ირაკლი სამხარაძე
877595829
« იხ. ყველა ანონსი