2013-06-25

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღე

25 ივნისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი  გამართავს ინსტიტუტის დღეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია და  პლენარული სხდომა, ასევე წარმოდგენილი იქნება სცენები პლავტუსის კომედიიდან "ამფიტრიონი".


მისამართი: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, ოთახი 220


« იხ. ყველა ანონსი