2020-02-26

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის

26 თებერვალს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მოაწერენ. 
ხელშეკრულების მიზანია მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთის რესურსების გაცვლითა და ხელშეწყობით საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა. მემორანდუმის თანახმად, თსუ სტუდენტები თემატურ სტაჟირებას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში  გაივლიან  შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ითანამშრომლებს უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიულ ფაკულტეტებთან, აფხაზეთის  ენისა და კულტურის  ცენტრთან. თანამშრომლობა ითვალისწინებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის, სამართლებრივი  შეფასებისა   და გასაჯაროების ეფექტიანი ფორმების შემუშავება-განზოგადოებას, ერთობლივ საქმიანობას აფხაზურ  საზოგადოებასთან ნდობის აღდგენისა და მშვიდობის  მშენებლობის  საკითხებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი