2012-09-17

სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი მუნიციპალური განვითარების საკითხები თეორიასა და პრაქტიკაში“

17 სექტემბერს, 10.00 საათზე თსუ საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია  „მდგრადი მუნიციპალური განვითარების საკითხები თეორიასა და პრაქტიკაში“.
კონფერენციას გახსნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი.
საზაფხულო სკოლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის, განსაკუთრებით კი ტერიტორიული რეფორმისა და მუნიციპალური ფინანსების საკითხების განხილვა, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის კადრების გადამზადებისა და განათლების სისტემებზე მსჯელობა. საზაფხულო სკოლის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სტატუსსა და პერსპექტივებზე გაკეთდება.
საზაფხულო სკოლას ორგანიზებას უწევს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტები. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - "GIZ" -ის პროექტის: "ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" მხარდაჭერით. კონფერენცია 21 სექტემბრამდე გასტანს.


მისამართი: თსუ „Iset“-ის ინსტიტუტში,  ზანდუკელის ქ. #16.


« იხ. ყველა ანონსი