2014-06-13
VI სტუდენტური რეგიონთაშორისი კონფერენცია თსუ-ში
13 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის
"ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის" ფარგლებში VI სტუდენტური რეგიონთაშორისი კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს სხვადასხვა რეგიონების უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან 124 სტუდენტი - მაგისტრანტი და დოქტორანტი 102 მოხსენებას წარმოადგენს. ღონისძიებაზე გაიმართება სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულის "მერმისის" ელექტრონული ვერსიის IV ნომრის პრეზენტაცია.
კონფერენციაში მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სასწავლო უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, თელავის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
სტუდენტთა სამეცნიერო შრომები
კონფერენცია 14 ივნისს დასრულდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი