2014-05-14

მარიამ (მაშო) ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი ნივთების გამოფენა თსუ-ში

14 მაისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გაიმართება ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის მარიამ (მაშო) ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი ნივთების გამოფენა.

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი აქტიურად იბრძოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთვის. 1918 წელს იგი უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებული დამხმარე საზოგადოების წევრად აირჩიეს.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ უნივერსიტეტის მუზეუმი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება, ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი