2016-03-17

გამოფენა „სამარიტანელები მაროკოდან“

17 მარტს , 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა „სამარიტანელები მაროკოდან“. ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ვ. პაპავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი აკადემიკოსი. რ. მეტრეველი. პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანჟეი ჩეშკოვსკი, პროფ. ნ. გაფრინდაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თსუ „ისრაელის ცენტრის“ ხელმძღვანელი, აკად. წ.კ. ემირიტუს პროფ. გ. ლორთქიფანიძე, დოქტ. ლ. ნინუაშვილი (საქართველოს ხელოვნების აკად. შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმი).

გამოფენა ეძღვნება იოზეფ ულმის, პოლონელი ფერმერისა და მისი ოჯახის ხსოვნას, რომლებიც ფაშისტებმა დახვრიტეს თავისი სახლის ეზოში, 1944წ. 24 მარტს. მათ ებრაელების რვასულიანი ოჯახი შეიფარეს, რომლებიც ასევე დახვრეტეს ფაშისტებმა. ამ სამგლოვიარო დღეს აღნიშნავენ მთელ მსოფლიოში.

ხსოვნის საღამოზე მოწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, მათ შორის ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი