2020-02-28

კონკურსის „დამიხატე ნეიტრინო“ გახსნის ცერემონიალი

28 თებერვალს, 15.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება KM3NeT    საერთაშორისო თანამშრომლობის (ხმელთაშუა ზღვაში მშენებარე ექსპერიმენტი) მიერ გამოცხადებული საგანმანათლებლო-სახალისო კონკურსის „დამიხატე ნეიტრინო“ გახსნის ცერემონიალი.
კონკურსის მიზანია დღეისათვის ერთ-ერთი აქტუალური სამეცნიერო პრობლემატიკის (ნეიტრინული ფიზიკა და ნეიტრინული ასტროფიზიკა) შესასწავლ კვლევებში საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების დაინტერესება და  სამომავლოდ მათი ჩართულობა. კონკურსში მონაწილეობის მსურველები თავიანთი ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად დახატავენ შესაბამის ნეიტრინოს, კერძოდ:
1)  სკოლამდელი და I-IV  კლასები - ელექტრონული ნეიტრინო;
2)  V-XII კლასები  -  მიუონური ნეიტრინო;
3)  18 წლის ზემოთ  - ტაუ-ნეიტრინო.

KM3NeT საერთაშორისო თანამშრომლობის საგანმანათლებლო-სახალისო კონკურსის „დამიხატე ნეიტრინო“ საქართველოში ეროვნული კონკურსის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი, თსუ „აკადემია ევროპეა“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ პირველი კორპუსი, 214 აუდიტორია. 
« იხ. ყველა ანონსი