2018-05-01

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის გახსნა

1 მაისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ღია უნივერსიტეტში სამართლის და ეკონომიკის ცენტრი გაიხსნება.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მოსამართლეები და დეპუტატები დაესწრებიან.

ცენტრის მხარდამჭერები იქნებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი საუნივერსიტეტო ბაზაზე დაფუძნებული ცენტრია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული პროცესების შესწავლას, პრობლემებსა და გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას, საზოგადოების ინფორმირებასა და კვლევის შედეგების ადრესატებისათვის გაცნობას.

ცენტრის მისიაა, შექმნას სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ინტერდისციპლინური დისკუსიისა და იდეების გენერირების გარემო, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ისე პრაქტიკოსი სპეციალისტები და სტუდენტები.

მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა #2, თბილისის ღია უნივერსიტეტი.                                     


« იხ. ყველა ანონსი