2011-04-11

მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრება თსუ–ში

11 აპრილს, 18:00 საათზე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით  გაიმართება ნახევარფინალური შეჯიბრება უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდებს შორის. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 6 გუნდი (გუნდები დაკომპლექტებულია უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან), რომელთაგან კომპეტენტური ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს. გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ შეჯიბრებაში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ მე–8 კორპუსი, მე–4 სართული, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი