2011-11-18

ირმა რატიანის წიგნის _ "ტექსტი და ქრონოტოპი" პრეზენტაცია

18 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის წიგნის _ "ტექსტი და ქრონოტოპი" პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი მოიცავს თეორიული და კულტუროლოგიური პრობლემების ფართო სპექტრს. მასში დამუშავებულია მხატვრული ტექსტისა და დრო-სივრცული მოდელების მიმართების პრობლემა, რაც ძალზე აქტუალურია თანამედროვე მეცნიერ-ფილოლოგებისთვის. ნაშრომი სრულიად ახალ რაკურსში განიხილავს მთელი რიგი მწერლების, მათ შორის, მიხეილ ჯავახიშვილისა და ილია ჭავჭავაძის, აგრეთვე, ვლადიმირ ნაბოკოვის შემოქმედებას. ნაშრომმა მის ავტორს აღიარება მოუტანა უცხოეთშიც. 2013 წელს დაგეგმილია წიგნის გამოცემა ინგლისში. წიგნი წარმოადგენს ახალ სიტყვას ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში. წიგნი გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის გამომცემლობამ.

მისამართი: "ევროპის სახლი" (თავისუფლების მოედანი, დადიანის ქ. 2
« იხ. ყველა ანონსი