2012-06-13

„მოხალისე სოციალური მუშაკები ჩვენი საზოგადოების წევრთა მხარდასაჭერად“

13 ივნისს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრებისათვის გაიმართება სემინარი შეზღუდულის შესაძლებლობის მქონე პირთა  მდგომარეობისა და უფლებების შესახებ. ღონისძიებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გაუძღვებიან. მასში  თსუ–ს სოციალური სამუშაოს მიმართულების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ინიციატივით  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეული იმართება, რომლის ფარგლებშიც ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მართავს ღონისძიებას „მოხალისე სოციალური მუშაკები ჩვენი საზოგადოების წევრთა მხარდასაჭერად.“

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია #006
« იხ. ყველა ანონსი