2017-03-07

ვორქშოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლის მოსწავლეებისთვის

7 მარტს, 16:00 საათზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიისა და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები სხვადასხვა სკოლის 70-მდე მოსწავლეს შეხვდებიან. სტუდენტები მოსწავლეებს გააცნობენ ქიმიურ ექსპერიმენტებს და ტექნოლოგიურ, შემეცნებით თამაშებს, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლისას გამოიყენება.

შეხვედრას დაესწრება ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი. სტუდენტებს აგრეთვე სიტყვით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია. ვორქშოფს დაესწრებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე საქართველოში ჰალილ გუვენი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს დირექტორი ჯენერ ედელმანი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

მისამართი: რუსთაველის გამზ.6, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
« იხ. ყველა ანონსი