2011-11-17
ადამ მიცკევიჩის „პან თადეოზის” ქართული თარგმანის პრეზენტაცია
17 ნოემბერს, 17:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლონეთ-საქართველოს კულტურულ-ისტორიული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოზე ადამ მიცკევიჩის ეპიკური პოემის "პან თადეოზის” ქართულ თარგმანის პრეზენტაცია შედგება. წიგნი ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრმა და ოსსოლინსკების სახელობის ეროვნულმა ინსტიტუმა გამოსცა.
1955 წელს გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწემ და ლიტერატორმა ვიტალი უგრეხელიძემ (1902-1983) მიცკევიჩის ეპიკური პოემის მისეული ქართული თარგმანი ლონდონში პოლონეთის ბიბლიოთეკას გადასცა. ბიბლიოთეკის დირექციის თანხმობით, საავტორო უფლებების გამოყენებით, პოემის ქართული თარგმანი (539 ხელნაწერი) ინსტიტუტის წარმომადგენლებს გადაეცათ. ლიტერატურული გამოკვლევებისა და დედანთან შეჯერების შემდეგ "პან თადეოზის” ქართული თარგმანი ცალკე წიგნად გამოვიდა.
საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა, ასევე ვარშავის უნივერსიტეტიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
მის: ლადო გუდიაშვილის ქ. 7, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი
« იხ. ყველა ანონსი