2013-12-02

„დამოუკიდებლობის 1028 დღე“

2 დეკემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  წიგნის  „დამოუკიდებლობის 1028 დღე“  (საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე 1918-1921) გაყიდვა მოეწყობა.

წიგნზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და  დოქტორანტურის  სტუდენტები მუშაობდნენ.  ჯგუფის ხელმძღვანელი და რედაქტორია პროფესორი დიმიტრი შველიძე.  წიგნი „დამოუკიდებლობის 1028 დღე“  თსუ გამომცემლობამ გამოსცა.  
     
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მეორე სართული, ფოიე

« იხ. ყველა ანონსი