2013-03-19

ელდარ შენგელაიას საღამო თსუ-ში

19 მარტს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელდარ შენგელაიას საღამო გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება რეჟისორის ფილმებიდან ამოღებული ფოტოკადრები.
საღამოს ორგანიზატორია თსუ ბიბლიოთეკასთან არსებული კინო-კლუბი, საქართველოს ქალთა საბჭო და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი,  სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი